კახისის ტბა ბორჯომის რაიონში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1752 მეტრზე. ტბის გარშემო ტყეებია, რისი დამსახურებითაც ჰაერი მუდმივად სუფთა და სასიამოვნოა, თუმცა სიმაღლის გამო საკმაოდ ცივა. კახისის ტბა, თავისი სილამაზის გამო საქართველოში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული სალაშქრო ადგილია, სადაც მისვლა შეიძლება როგორც მანქანით, ასევე ფეხით, ასეთ შემთხვევაში არსებობს მოკლე ბილიკებიც. ცუდი გზის გამო მსუბუქი მანქანით გადაადგილება საკმაოდ რთულია, ამიტომ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება ტბამდე მისვლა, რაც ოფროუდების მოყვარულთათვის დამატებითი სიამოვნებაა.
კახისის ტბა შეიძლება ითქვას "ცივილიზაციას მოწყვეტილი ადგილია", რადგან არ იჭერს ტელეფონი და შესაბამისად ინტერნეტი.
მშვენიერი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ცოტა ხნით მოვწყდეთ ტექნოლოგიებს და ყოველდღიურ ცხოვრებას, დავტკბეთ ლამაზი ხედებით და დრო მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში გავატაროთ. ტყეში არიან ცხოველები, თუმცა შეიძლება ღამით კარავთან მორბენალმა ცუგამაც შეგაშინოთ