“ბაკურიანი - კახისი 2023”

კახისის ტბა არის ერთ ერთი ის ადგილი, სადაც კიდევ ერთხელ დავბრუნდით და კიდევ დავბრუნდებით მისი საოცარი ბუნების გამო. ტბა ბაკურიანთან ახლოს მდებარეობს და ბევრი რამით გამოირჩევა. პირველ რიგში ძალიან ლამაზი ბუნებაა, გარშემო არის ტყე და მთები. ჩვენ დავბანაკდით ტბის პირას, სადაც იყო სიგრილე და სუფთა ჰაერი, რაც ერთ ერთი მთავარი მიზეზი იყო თბილისის სიცხიდან გაქცევისას. ასევე ტბის სიახლოვეს შესაძლებელია სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა. მაგალითად თუ ხართ ოფროუდის მოყვარულები, აქ ძალიან მოგეწონებათ. ასევე, იდეალური ადგილია სალაშქროდ, საშუალო სირთლის რელიეფით. აქ არ იჭერს მობილური ქსელები და ცივილიზაციას ხართ მოწყვეტილი, რაც მშვენიერი შანსია ციფრული და გარე სამყაროსგან დასასვენებლად. თუ არ გაქვთ დრო დიდი ხნით სადმე დასასვენებლად წასასვლელად, ეს მშვენიერი შანსია რომ 2-3 ღამით მოწყდეთ სამსახურს, ქალაქს, საცობებს და დაისვენოთ სიწყნარეში.

დეტალები
  • მანძილი:

    240.00
  • სეზონი:

    ზაფხული
  • დაწყების თარიღი:

    10 ივლ 2023
  • დასრულების თარიღი:

    11 ივლ 2023
  • რუკის ფაილი: