“ვაშლოვანი”

ნოემბრის ბოლოს ვიმოგზაურეთ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. ვაშლოვანის პარკი გამოირჩევა უდაბნოს მსგავსი რელიეფით. მტვრიანი გზების და ღია მინდვრების პეიზაჟი მექსიკის უდაბნოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ვაშლოვანში ძირითადად ცუდი გზებია, ყველაფერი ქვიშით და მტვრით არის დაფარული. მანქანით გავლა კი მტვრის ღრუბლებს ტოვებს გზაზე. გავიარეთ დალის მთა, ტალახების გეიზერი და ჭაჭუნას აღკვეთილი. საკარვე ადგილის ძებნაში დაგვიღამდა და ბოლოს ჭაჭუნას აღკვეთილში, მიტოვებულ ფერმასთან დავბანაკდით. ჩვენ გაგვიმართლა და მოწმენდილი ცა დაგხვდა, რომელიც ღამით ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და ჩვენი კარვების ზემოთ ირმის ნახტომი ჩანდა. ღამე ტემპერატურა ძალიან დაეცა, თუმცა გამთენიისას მზის ამოსვლა ცარიელ უდაბნოში ძალიან ლამაზი იყო. ნოემბრის ბოლოს ვაშლოვანში ძალიან ცივა, თუმცა ჩვენი ტრიპი ნამდვილად ღირდა სიცივეშიც კი. ვისაც ოფროუდები გიყვართ, და გაშლილ სივრცეში მოგზაურობის სურვილი გაქვთ, ეს ტრიპი მოგეწონებათ.

დეტალები
  • მანძილი:

    400.00
  • სეზონი:

    შემოდგომა
  • დაწყების თარიღი:

    16 ნოე 2023
  • დასრულების თარიღი:

    17 ნოე 2023
  • რუკის ფაილი: