Drive Tribe Georgia ავტომოყვარულების მიერ 2021 წელს წამოწყებული კამპანიაა, რომელიც აერთიანებს მანქანებით მოგზაურობის მოყვარულ ახალგაზრდებს.
ტრიპები მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისაღწევად არ არის. ჩვენი მიზანი არის საქართველოს ყოველი კუთხის შემოვლა. ტრიპები საუკეთესო საშუალებაა ახალი თავგადასავლებისთვის, ახალი გამოცდილებისათვის, საკუთარი ქვეყნის და მსოფლიოს სხვა ადგილების მოსანახულებლად. როცა ახალ ადგილზე მოგზაურობ, შანსი გეძლევა სხვა კულტურას ეზიარო, აღმოაჩინო ახალი სამყარო, ულამაზესი ხედები, განსხვავებული ბუნება.
ტრიპები საშუალებას გვაძლევს მოვდუნდეთ და ყოველდღური ცხოვრებისგან განსხვავებული მომენტი დავაფასოთ.